"საქმე ისაა, რომ პოლიტიკა დიდი ხანია ამორალური გახდა. არსებობს გარკვეული ჯგუფების ინტერესები, რომლებიც მიღებულია რომ ნებისმიერ ფასად იქნა ს გატარებული. ახლა, როდესაც ასეთი ომი მიმდინარეობს, რომელიც შეიძლება გასცდეს უკრაინისა და რუსეთის საზღვრებს, დროა, რომ ამაზე ვისაუბროთ. მე მინდა, რომ პოლიტიკაში მორალი დაბრუნდეს და ის ნელ-ნელა ბრუნდება კიდეც. " - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა
"ეს ომი მიხეილის სიცოცხლისთვის არის ბრძოლა პოლიტიკაში მორალისა და ღირებულებების დაბრუნებისთვის და სულ არ აქვს მნიშვნელობა რა ჰქვია ამ ადამიანს, რომელსაც ციხეში აწამებენ და კლავენ. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი ვინც ამაში მონაწილეობას მიიღებს, იქნება ეს აქციაში ფიზიკურად მისვლით, სიტყვით, თუ სოცქსელებში ინფორმაციის გავრცელებით, მონაწილეობას იღებს ამ ბრძოლაში."- განაცხადა არესტოვიჩმა.
თარგმანი "მთავარი არხი"
შეგახსენებთ, მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის გადაყვანის მოთხოვნით, დღეს, 4 იანვარს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებსა და საქართველოს 8 ქალაქში,აქცია გაიმართება.
მსოფლიოს ქალაქებში, საქართველოს საელჩოებთან აქციების გამართვის ინიციატორები რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი არიან.