საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის მამის გარდაცვალების გამო, სამძიმრის განცხადებას ავრცელებს.
"ვუსამძიმრებ გიორგი ვაშაძეს მამის გარდაცვალების გამო. ახლა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა პოზიციაზეა - ამ განსაცდელის ჟამს გიორგი ვაშაძის და მისი ოჯახის გვერდით ვდგავართ. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს", - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.