სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა მოქალაქეები უნდა დააკვირდნენ იმ ჯგუფებს, ვინც იმ მშვიდობიანი მანიფესტანტების გამოყენებას ცდილობს, ვისაც შეიძლება, გულწრფელი პროტესტი ჰქონდეთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„მოქალაქეები ფხიზლად უნდა იყვნენ და ამ ჯგუფებს თვალყური ადევნონ. გუშინ ნიკა გვარამია და ნიკა მელია პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ და საყვედურობდნენ, ახალგაზრდებს არ შეგვხვდაო. პრემიერი ახალგაზრდებს უნივერსიტეტებში ხვდება და მას ახალგაზრდებთან შეხვედრის პრობლემა არ აქვს, მაგრამ ისეთი ახალგაზრდები, როგორებიც ნიკა გვარამია და ნიკა მელია არიან, რომლებიც იმას ცდილობენ, ქვეყანაში რა აირიოს და სად მოხდეს დაპირისპირება, რა თქმა უნდა, იმ პასუხს იმსახურებენ, რაც გუშინ მიიღეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა, კანონის უკან გაწვევისთვის, მმართველ გუნდს 1 საათიანი ვადა მისცა. დროის ამოწურვის შემდეგ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ცუცქირიძემ აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლისკენ მოუწოდა.

ცუცქირიძის თქმით, პროტესტი მშვიდობიანი მსვლელობა უნდა იყოს. 

როგორც პარტია "ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ მედიასთან განაცხადა, აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

ნიკა გვარამიას თქმით, რუსული მთავრობა ქვეყანას ვერ მართავს. "მას მერე რაც კანონი მიიღეს, მოთხოვნა შეიცვალა"

მედიის კითხვაზე, რა საკითხზე სურს შეხვედრა პრემიერთან, გვარამიამ ასე უპასუხა: "კონკრეტული ვორდინგი უკვე გითხარით - საქართველო რუსული მთავრობის გარეშე!".

კანცელარიასთან აქცია ისე დასრულდა, რომ პრემიერის ადმინისტრაციიდან ნიკა მელიას და არც სხვა პოლიტიკური ლიდერების მოთხოვნას, არავინ გამოხმაურებია.

ასევე, გუშინ  საქართველოს პარლამენტიმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო