2024 წელი იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა აირჩიონ ისეთი პარტიები ოპოზიციაში, ვინც დემოკრატიული წესების დაცვით შეასრულებენ თავის ფუნქციასა და საქმეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
„გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა არასამთავრობო სექტორში ამ ადამიანების შეფარებამ; გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა მედიას წინა ხელისუფლების პოლიტიკური დამნაშავეების მედიამენეჯერებად მონათვლამ; გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ასევე საერთო პოლიტიკურ პროცესს იმან, რომ ეს ადამიანები არცერთ კონკრეტულ როლს არ ასრულებენ სრულფასოვნად. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვეუბნებით ჩვენს თანამოქალაქეებს - 2024 წელი იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა აირჩიონ ისეთი პარტიები ოპოზიციაში, ვინც დემოკრატიული წესების დაცვით შეასრულებენ თავის ფუნქციასა და საქმეს“, - განაცხადა თალაკვაძემ.