საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს ავრცელებს ადამიანის  უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ. 

"ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებისამებრ 2025 წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში იყო დაგეგმილი, ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო.

იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების  საფუძველზე ევროკავშირის მხარემ ყველა დონეზე შეაჩერა საქართველოსთან  დიალოგი, ქართული მხარე აღნიშნულ შეხვედრას განიხილავდა, როგორც ევროკავშირთან ჩართულობის შესაძლებლობას, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომელზეც ჩვენს საზოგადოებას ხშირად ესმის ბრიუსელის კრიტიკა.

ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო გასწია იმისათვის, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ევროკავშირის მხარისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყოფილიყო შესაძლებელი და სწორედ ამ საჭიროებების გათვალისწინებით შედგა საქართველოს დელეგაციაც შესაბამისი უწყებების მონაწილეობით.

სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მონდომების მიუხედავად, ევროკავშირის მხარემ გადადო ზემოხსენებული შეხვედრა სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით.

აღნიშნული საკითხის მორიგი სპეკულაციებისთვის გამოყენება, საფუძვლიან ეჭვს აჩენს და ქმნის აღქმას, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს არ ამოძრავებდა შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი და ბრიუსელი არ არის მზად მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები, მათ შორის იმ საკითხებზე, რაც გამოყენებულ იქნა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებისთვის.

ქართული მხარე კონსტრუქციული მიდგომის ერთგულია და მიიჩნევს, რომ პარტნიორებთან ურთიერთობებში დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. შესაბამისად, ბრიუსელის მხრიდან შეწყვეტილი დიალოგის სრულად განახლების შემდეგ განვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებით ევროკავშირთან დიალოგის ფორმატებში ჩართვას.  

Comment by the Ministry of Foreign Affairs of Georgia on the postponement of the Georgia-EU Human Rights Dialogue meeting

The Georgia-EU Human Rights Dialogue, which had been mutually agreed to take place on 21 November 2025 in Brussels, was postponed just days before the scheduled date at the initiative of the EU side.

Given that the European Union suspended political dialogue with Georgia at all levels following the EU Council conclusions of 27 June 2024, the Georgian side viewed this meeting as an important opportunity to re-engage with the EU - including on issues where Brussels has frequently voiced critical assessments.

In preparation, Georgia undertook extensive substantive work to ensure that the European side would receive all necessary information on every agenda item. The delegation was composed with the participation of all relevant state agencies to guarantee a comprehensive and meaningful exchange.

Regrettably, despite Georgia’s efforts and readiness to hold the Human Rights Dialogue, the EU side chose to postpone the meeting on grounds that the Georgian side considers entirely unacceptable and unjustified.

Using this development for further speculation only deepens reasonable doubts and reinforces the perception that the European External Action Service may have lacked genuine motivation to convene the meeting, and that Brussels may not be prepared to hear Georgia’s fact-based positions, including on issues previously cited as grounds for suspending political dialogue.

Georgia remains firmly committed to constructive engagement and continues to believe that there is no alternative to dialogue between partners. Accordingly, Georgia is be ready to consider engagement with the EU across various dialogue formats, once the dialogue suspended by Brussels is fully resumed." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ კომენტარში.