სახელმწიფო სიმბოლოებს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვთ სახელმწიფოსთვის. ისინი განსაზღვრავენ იმ იდენტობას და იმ სინდისს, რაზეც სახელმწიფოებრიობა დგას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

„სახელმწიფო სიმბოლოებს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვთ სახელმწიფოსთვის. ისინი განსაზღვრავენ იმ იდენტობას და იმ სინდისს, რაზეც სახელმწიფოებრიობა ზოგადად დგას და, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი არის საქართველოს დროშის დღე, იმ დროშისა, რომელიც არის სიმბოლო ჩვენი ქრისტიანობისა, ჩვენი წარსულისა, აწმყოსი და რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს“, - განაცხადა გორდულაძემ.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.