„საქართველოს რეალობაში ჯო უილსონი არის ერთი ჩვეულებრივი კომიკური კოშმარი“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ  კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებასტან დაკავშირებით განაცხადა.

"ეს არის ადამიანი, რომელიც ჩართულია ყველანაირ აქტივობაში საქართველოს წინააღმდეგ. როგორც აღმოჩნდა, თურმე ჯო უილსონს ღამე ეღვიძება და არ აძინებს, ჩემი ქართველი ხალხი ხომ კარგად არისო. ეს ადამიანი კომიკურ კოშმარად არის გადაქცეული", – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

 შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორები, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში და წამყვანი წევრი ჯინ შაჰინი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ -  მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის ბოლო ნაბიჯები, ვიდრე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადახედვაზე გადაწყვეტილებას მიიღებს