საზოგადოება ხედავს, რა დღეში ჩაიგდო თავი ყველაფერზე ხელმომწერმა აგენტურამ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო მეტი სამშობლოს მოღალატე დაუპირისპირდება ერთმანეთს, მხოლოდ უკეთესია ქვეყნისთვის.

საზოგადოება ხედავს, რა დღეში ჩაიგდო თავი ყველაფერზე ხელმომწერმა აგენტურამ. შეგვიძლია, მათ უბედურ მდგომარეობაში ყოფნას ვუყუროთ, რაც მხოლოდ სასიკეთოა ქართული პოლიტიკური სივრცისთვის. რაც უფრო მეტი სამშობლოს მოღალატე დაუპირისპირდება ერთმანეთს, მხოლოდ უკეთესია ქვეყნისთვის. როგორც ამბობენ, ძალაუფლება ყველაზე დიდი ნარკოტიკია. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ძალაუფლებას ვერ იყოფს. ამ ადამიანებმა ქვეყანაში სისხლის კალოები დაატრიალეს. ეს ადამიანები თანამდებობას და ძალაუფლებას ვერ იყოფენ. ამიტომ მზად არიან, ერთმანეთი ლანძღონ, თათხონ და ერთმანეთს ხელითაც კი შეეხონ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.