ელექტრონული მოწმობები გაიცემა - ცვლილებები პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება და მასზე დეპუტატები პირველი მოსმენით დღეს პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.
2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობები 2024 წლის 1-ელი ივლისიდან გაუქმდება, მათ ნაცვლად კი ახალი პირადობის დამადასტურებელი
პროექტის მიხედვით, 2011 წლის ჩათვლით გამოშვებული არაელექტრონული პირადობის მოწმობების ახალი ელექტრონული ფორმით ჩანაცვლება სრულიად უფასო იქნება. პარალელურად, კი საკანონმდებლო ბაზა, რელიგიური თუ სხვა შეხედულებების გამო, ლამინირებული პირადობის მოწმობების მქონე მოქალაქეებისთვის საარჩევნო ხმის უფლების შენარჩუნებასაც უზრუნველყოფს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კანონპროექტი თითოეული მოქალაქის ხმის დაცვის უფლებით სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.