იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, ოპოზიციონერ დეპუტატებს - სალომე სამადაშვილსა და თინა ბოკუჩავას სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

„რეგლამენტის სრული დაცვით სალომე სამადაშვილი გაძევებულია და გაბრძანდით სხდომათა დარბაზიდან... ქალბატონო თინა, გაძევებული ბრძანდებით სხდომათა დარბაზიდან, არაერთხელ დაუმორჩილებლობის გამო, მიკროფონის ჩემი თანხმობის გარეშე ჩართვისთვის და იმისთვის, რომ აგრძელებთ დემაგოგიას და სხდომის წაყვანას უშლით ხელს“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.