ქალბატონო ანა, სამარცხვინო განცხადებები გაქვთ. ხმას როგორ იღებთ საერთოდ რუსეთთან დაკავშირებით - შემოუძეხით აქ მტერს, ეს ერთი, მეორე, 2008 წელს რეზოლუციას დაუჭირეთ მხარი და გმირ ჯარისკაცებს დააბრალეთ ომის დაწყება, მესამე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ომიდან სამ წელში რუსეთის გაწევრიანებას დაუჭირეთ მხარი, თქვენი ბელადი ლარსზე იდგა და ესალმებოდა ოკუპანტებს, - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პარტია „ლელოს“ წევრს, დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს და განმარტა, რომ მას საუბრის მორალური უფლება არ აქვს.
ანრი ოხანაშვილის განცხადების მიზეზი ანა ნაცვლიშვილის კითხვა გახდა, "ჩაითვლება თუ არა უცხოური ინტერესების გატარებად რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება".
"ჩაითვლება თუ არა ამ კანონის მოქმედების სფეროს მიხედვით, რომელსაც პირველი მუხლი არეგულირებს, უცხოური ძალის ინტერესების გატარებად საკუთარი ქვეყნის, ანუ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მტკიცებულებების მოგროვება“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
„ქალბატონო ანა, სამარცხვინო განცხადებები გაქვთ. ხმას როგორ იღებთ საერთოდ რუსეთთან დაკავშირებით. შემოუძეხით აქ მტერს, ეს ერთი, მეორე, 2008 წელს რეზოლუციას დაუჭირეთ მხარი და გმირ ჯარისკაცებს დააბრალეთ ომის დაწყება, მესამე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ომიდან სამ წელში რუსეთის გაწევრიანებას დაუჭირეთ მხარი, თქვენი ბელადი ლარსზე იდგა და ესალმებოდა ოკუპანტებს. შემოგხედე და რომ შემოგხედე ამიტომ გეუბნები! მორალურად რა უფლება გაქვთ, რომ საუბრობთ. გაჩუმდით ახლა და მოისმინეთ! დარჩით რეგლამენტის ფარგლებში და თუ არ გნებავთ გაბრძანდით! გაფრთხილებული ხართ, გააგრძელებთ რეგლამენტის დარღვევას და განმეორების შემთხვევაში დატოვებთ დარბაზს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.