პოლიტიკა არ არის "მე შენ მიყვარხარ" მე ვიღაც ჩერგო უნდა მიყვარდეს... ცოტა უნდა დაფიქრდე, რომ ძალიან არასწორი ფოკუსი გაქვს არჩეული და ფოკუსი გაასწორო, თორემ ეს მიზანმიმართული თავდასხმები სააკაშვილზე ჩვენ გვინახავს არაერთი",- განაცხადა 'ნაციონალური მიძრაობუს" წევრმა ანა წუთლიძემ.
მისი თქმით, ბოლო 14 წლჯს ფანმავლივაში, თუ ვინმეს ეკისრება პასუხისმგებელობა, პირველ რიგში ეკისრება ნიკას და ეკისრება გვარამიას
"პარტიიდან ყველა წავიდა საკუთარი ამბიციების გამო, ძალიან ძნელი საყურებელია დეგრადაცია მართლა მელიასი. ნარცისიზმი და ბოღმა და ვიღაცას ვიღაცა არ მოსწონს ყოველთვის შეცდომას დაგაშვებინებს. მაინტერესებს გულწრფელად, ნიკა გვარამია ეთანხმება ამ მუცლის მეზღაპრეობას რაც დაწერა? იმიტომ, რომ 2020-2021 წლები, რაც დაწერა მაშინ, მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ვინ იყო პარტიაში ხომ ვერ მეტყვით? - ნიკა მელია. მთავარი იდეოლოგი და ხელმძღვანელი იყო სწორედ ნიკა გვარამია იყო. თუ ვინმეს ეკისრება პასუხისმგებელობა მაგ წლების პირველ რიგში ეკისრება ნიკას და ეკისრება გვარამიას, ამიტომაც ვახსენე.
14 წლის განმავლობაში ვნახე საკუთარი ხელით როგორ გამოისვეს ყელში დანა ადამიანებმა, პოლიტიკურ პროცესში. პოლიტიკა არ არის "მე შენ მიყვარხარ" მე ვიღაც ჩერგო უნდა მიყვარდეს... ცოტა უნდა დაფიქრდე, რომ ძალიან არასწორი ფოკუსი გაქვს არჩეული და ფოკუსი გაასწორო, თორემ ეს მიზანმიმართული თავდასხმები სააკაშვილზე ჩვენ გვინახავს არაერთი", - განაცხადა ანა წითლიძე.
შეგახსენებთ: "ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილების ბოლო მიზეზი პატიმარი მელიას წერილი გახდა, სადაც პატიმარ სააკაშვილს მოღალატეს და მატყუარას უწოდებს. სწორედ ლიდერის დასაცავად დაუპირისპირდა ანა წითლიძე ახლების ლიდერს, მის წერილს კი აბსურდულს უწოდებს. იქვე აკრიტიკებს "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულ და ამჟამად ალიანსში მყოფ ოპოზიციას, რომელსაც ფოკუსის გასწორებისკენ მოუწოდებს.









