საქართველო გახდება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი. ესაა ჩანაწერი, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების და ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტია იყო და ასე უნდა დარჩეს. თუმცა დღეს მიღებულ კომუნიკეში ეს ასე აღარ წერია. - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. 

ხელისუფლებამ რომელიც ემსახურება რუსეთს, მოახერხა და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის საკითხის შეჩერება. ეს არის რუსული კანონის და რუსული პოლიტიკის შედეგი. დღეს დამდგარი შედეგი ადასტურებს, რომ ხელისუფლება ეწევა საქართველოს საბოტაჟს. ქართული ოცნება ემსახურება რუსეთს, მისი მთავარი პატრონი ზის კრემლში.კარგი ამბავი კი ისაა, რომ ამ ყველაფრის დასრულებამდე 3 თვე არის დარჩენილი. ჩვენ ვიბრძოდით რუსული კანონის წინააღმდეგ და ვიბრძვით რუსული ხელოისუფლების წინააღმდეგ. ბრძოლა რუსულ პოლიტიკასთან გრძელდება და გამარჯვებით დასრულდება.

მინდა მივმართო ყველა იმ საჯარო მოხელეს, ყველა იმ სამხედროს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა და უზარმაზარი შრომა აქვთ ჩადებული ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის საქმეში. ახლა თითოეული თქვენი კომუნიკაცია ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან არის მნიშვნელოვანი. ჩვენი მხრივ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვაჩვენოთ ერთსულოვნება და გავაძლიეროთ ქვეყნის ატლანტიკური კურსი. საქართველოს რუსული ხელისუფლება 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ. 

ლელო ემსახურება ქართველ ხალხს, ჩვენ ვართ აქტიურ კომუნიკაციაში ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რათა აღარასოდეს დადგეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია კითხვის ნიშნის ქვეშ.

საქართველო გახდება ნატოს წევრი და ამას ბიძინა ივანიშვილი და ვლადიმერ პუტინი წინ ვერ აღუდგებიან." - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.