პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერმა ანა დოლიძემ განათლების სამინისტროს ინიციატივით მიმართა, რომელიც გულისხმობს ბავშვების კვების დაფინანსებას საჯარო სკოლებში.
"დღეს, ჩვენ აქ ვართ ერთი მნიშვნელოვანი საკითხისთვის და ეს არის ბავშვთა შიმშილი და ბავშვთა კვება საჯარო სკოლებში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს კამპანია ამ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ბავშვთა კვება საჯარო სკოლებში. იცით, რომ ყველაზე სერიოზული საკითხი დღეს ქვეყანაში არის ბავშვთა შიმშილი ქვეყანაში. ყველა კვლევით ნომერ პირველი თემა არის ფასების ზრდა, რამაც უფრო გაამძაფრა ბავშვთა კვების საკითხი. რეგიონებში სიარულისას კარგად გამოჩნდა, რომ უმეტესობა ბავშვების ვერ ჭამს სკოლაში ან კვება უჯდებათ ძალიან დიდი თანხა. ჩვენს თანამოქალაქეებს რომლებსაც ეს საშუალება ისედაც არ აქვთ. ამიტომ ჩვენ გვაქვს კამპანია, რითაც ვთხოვთ სახელმწიფოს, რომ სრულად აიღოს თავის თავზე ბავშვთა კვება საჯარო სკოლებში." - განაცხადა ანა დოლიძემ.