8 მარტიდან მოყოლებული დროს ვფლანგავთ, რაც "ოცნების" სტრატეგიაა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"დაიწყეს ელექტრონული სწავლება და მოსწავლეების უმეტესობას კომპიუტერები არ აქვს, მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს კომპიუტერები და გვეუბნებიან, რომ დისტანციური სწავლება მიდის. ჩვენ ვართ მესამე მსოფლიო. მაჩანჩალა ქვეყანა ვართ და რაში ვატარებთ დროს?!" - ამბობს დოლიძე. კითხვაზე, მთელი ეს პროცესი იყო თუ არა ძალად ინსცენირებული, ვინაიდან მოულოდნელად გაჩნდა კობახიძე-თალაკვაძის ბრიფინგი და მკვეთრი განცხადებები დასავლეთიდან და შედეგი ისევ ის დადგა, რაც შეიძლებოდა ამ ბრიფინგამდეც დამდგარიყო ასეთი ხმაურის გარეშე, რაზეც დოლიძის პასუხი ასეთია: "ნამდვილად. ჩვენ 8 მარტიდან მოყოლებული ჩვენ უბრალოდ დროს ვფლანგავთ, მანამდეც და ეს გამოჩნდა 8 მარტიდან მოყოლებული, ეს არის ხელისუფლების სტრატეგია", - განაცხადა ანა დოლიძემ.