სანამ ფბ იმაზე კამათობდა, უნდა მისულიყო თუ არა გახარია კომისიაზე, რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგრჩათ, მეგობრებო - ჩორჩანას ეპიზოდი. - ამის შესახებ "გახარია - საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს. 

"ეს არის ერთადერთი შემთხვევა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, როცა საქართველოს სახელმწიფომ საკუთარი ტერიტორია და სუვერენიტეტი მშვიდობიანად დაიცვა! ამას ედავება ოცნება გახარიას - როგორ გაბედე და დაიცავი სახელმწიფოო. - წერს ანა ბუჩუკური "ფეისბუკში".

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე" შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოკითხვაზე დაიბარა. 

 ცნობისთვის, 2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გაიხსნა. იმ პერიოდისთვის ვახტანგ გომელაური 2015-2019 წლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.