ვფიქრობ, რომ 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა გარდაუვალია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„7 ნოემბრის საკითხი ვფიქრობ, იმდენად დიდი მნიშვნელობისაა და იმდენად მგრძნობიარეა თავისი დატვირთვით, ძალიან მძიმე ფაქტთან გვაქვს საქმე. მე ვფიქრობ, რომ გარდაუვალია მისი დაკითხვა. ჩემი ღრმა რწმენით, ამას სჭირდება სიღრმეებში შესვლა, სჭირდება გამოკვლევა, გამოძიება, რამეთუ ასეთი სერიოზული და უაღრესად მნიშვნელოვანი თემების იგნორირება და გვერდზე გადადება იქნება კანონთან წინააღმდეგობაში. მეტიც, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელობის მქონე საკითხები იყოს სრულფასოვნად შესწავლილი. საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ ასეთი დონისა და მნიშვნელობის მქონე თემებთან დაკავშირებით დიახაც, გამოძიების შედეგად დადებული დასკვნებით იხელმძღვანელოს და ამას სჭირდება სიღრმისეული ჩაყოლა“,- განაცხადა ღუდუშაურმა.