"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილების განხილვასთან დაკავშირებით, პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებები თავისუფლების შეზღუდვაა, რომელიც გამართლებულია გარკვეული მიზეზებით.
"ჩვეულებრივად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, იმიტომ რომ ნებისმიერი მიტინგი ან პროტესტი ვიღაცას ხელს უშლის. რთველზე რომ ხალხი იკრიბება გზა იკეტება, მაგრამ ამიტომ ხომ არავინ არ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას? ამიტომ საბოლოო ჯამში, ეს პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტია გამართლებული იმით რომ ადამიანებს კომფორტს უქმნიან," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
ცნობისთვის, მეორე მოსმენით იწყებს პარლამენტი "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილების განხილვას. საკითხს თავდაპირველად იურდიულ საკითხთა კომიტეტში, მოგვიანებით კი სესიაზე უყრიან კენჭს. სიახლის მიხედვით,
სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, ამიერიდან დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვაც, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. გარდა ამისა შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს, მუნიციპალური ორგანოების წინასწარ გაფრთხილებასთან ერთად ემატება ვალდებულება ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიაწოდოს.







