ძალიან სასაცილო ისტორიაა, როცა მთავრობა 100 მილიონს ხარჯავს, რათა არასამთავრობოები მოისყიდონ, გეგონებათ, მეტი პრობლემა ქვეყანაში არ არის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მთავრობასთან აფილირება უხერხულად გამოიყურება.

"ძალიან სასაცილო ისტორიაა, როცა არასამთავრობო სექტორი მთავრობისგან ფინანსდება. ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს „გონგოს“ ეძახიან, სამთავრობო არასამთავრობო გამოდის. მათ სპეციფიკური ტერმინი აქვთ, რაც იმას ასახავს, რომ მთლად წესიერი არასამთავროები არ არიან, აფილირებული არიან მთავრობასთან. მთავრობასთან აფილირება შეიძლება ცუდიც და კარგიც იყოს, მაგრამ თუ არასამთავრობოზე ვსაუბრობთ, ეს უხერხულად გამოიყურება. სხვა ალტერნატიული ახსნა არ არის გარდა იმისა, რომ არასამთავროების ნაწილი მოისყიდო და თქვა, ისინი რეესტრში დარეგისტრირდნენ და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ეს ბევრ შემთხვევაში წარმატებული გამოვა, რადგან არ მგონია, არასამთავრობოს ნაწილს პოლიტიკური მიზნები ჰქონდეს, თუმცა თუ ფულს შესთავაზებ, ამ გრანტებს აიღებენ. მთავრობა 100 მილიონს ხარჯავს, რათა არასამთავროები მოისყიდონ, გეგონებათ, მეტი პრობლემა არ არის ქვეყანაში“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.