გვარამიას მიტინგები რომ უაზრობაა, კი მაქვს ნათქვამი, მაგრამ ვისაც არ გჯერათ, ერთ დაკვირვებას გაგიზიარებთ.
ოფისიდან სახლში ფეხით ვბრუნდებოდი და მიტინგიც გავიარე. გზაში, ასობით, თუ არა ათასობით სტუდენტი შემხვდა, რომელიც უნივერსიტეტიდან მეტროსკენ მიდიოდა. ანუ უამრავმა ადამიანმა მიტინგს ჩაუარა და არც კი გაჩერდა. - ამის შესახებ "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"პარალელურად, 5-10 პარტიული აქტივისტი დადის ეთერიდან ეთერში და სტუდენტების სახელით უშინაარსო სადღეგრძელოებს იმეორებს. ანუ აგერ, ცოცხლად ხედავ, რომ შენს გვერდზე მყოფი უნივერსიტეტების სტუდენტებიც კი არ დგანან შენს აქციაზე და ამ რეალობას არ აღიარებ, ტყუილში აგრძელებ ცხოვრებას და არც კი უშვებ, რომ ვინმემ რაიმე ოდნავ კრიტიკული კითხვა დასვას, ამიტომ მედიაც მთლიანად დაცლილი გაქვს საღი აზრისგან და შენივე აქტივისტების ცირკით გაქვს გადავსებული ეთერი.
შეიძლება მე რაღაც მეშლება, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ "რუსული რეჟიმი" ასე არ მარცხდება." - წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი "ფეისბუკში"