საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩთან, ამით კუმარ მიშრასთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის მზარდ, დადებით დინამიკას.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხს და თანამშრომლობის გაძლიერების გზებს სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო-ლოგისტიკური, ტურისტული, განათლებისა და სხვა სფეროებში.
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა გააგრძელონ აქტიური კომუნიკაცია ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების ხელშეწყობისთვის.




