გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცემს.

ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ინფორმაციის მიხედვით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია ადგილობრივი დროით 10:30 საათზე გაიმართება.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა.