ჩვენ გვინდა, რომ დიდი ოპოზიციური ერთობა იყოს, არგუმენტები გავცვალოთ ოპოზიციონერ კოლეგებთან და ბრძოლის საერთო სტრატეგიაზე შევთანხმდეთ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობს.
„ჩვენ სერიოზულად ვფიქრობთ და გვინდა, რომ დიდი ოპოზიციური ერთობა იყოს. გვინდა, რომ არგუმენტები გავცვალოთ ოპოზიციონერ კოლეგებთან და ბრძოლის საერთო სტრატეგიაზე შევთანხმდეთ. მიგვაჩნია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით, ნაბიჯების სწორად გადადგმით შეგვიძლია, ძალიან დავაზიანოთ და დავასუსტოთ ეს რუსული, გარუსებული, მოღალატეთა რეჟიმი. გვაქვს გარკვეული აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები და ამაზე ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ. საბოლოო გადაწყვეტილებას გამოვაცხადებთ. სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობს როგორც კოალიციის შიგნით, ასევე გვსურს, ოპოზიციონერი კოლეგების აზრი მოვისმინოთ ბრძოლის სტრატეგიასთან, მათეულ ხედვასთან დაკავშირებით და ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვართ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.