როგორ ხართ პრორუსები, ხო ხართ მგლებივით? როგორ "აპრავებთ" ხერსონიდან გამოპანჩურებას? - პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი უკრაინის ქალაქ ხერსონიდან რუსული საოკუპაციო ჯარების გასვლას ეხმაურება.
"როგორ ხართ პრორუსები, ხო ხართ მგლებივით? )))))) როგორ აპრავებთ ხერსონიდან გამოპანჩურებას? აბა, დადეთ რამე მრისხანე იდეა თორე დაგემხოთ თავზე "ნეპაბეძიმაია არმია" )))))))
მალე სოხუმში და ცხინვალშიც გვენახოს საქართველოს დროშა!
დიდება უკრიანას!
დიდება საქართველოს!
სიკვდილი რუს ოკუპანტებს!" - წერს ალეკო ელისაშვილი.