„სპორტის აკადემია ვაკეში არსებობას ასრულებს, თბილისის ისტორიაში ყველზე კორუმპირებული მერის, კახი კალაძის გამო. აქ იყო დაგეგმილი მშენებლობა და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი, ნოშიკო ნამორაძე, აპირებდა აეშენებინა180-მეტრიანი ცათამბჯენი, თუმცა მისი ქვედა ნაწილი იქნებოდა სპორტის აკადემია, იმიტომ, რომ დაინგრა აქ და აქვე უნდა აღდგენილიყო და ზედა ნაწილი იქნებოდა მხოლოდ ბიზნესცენტრი და ა.შ. მარაზმატული ცათამბჯენი უნდა აშენებულიყო ისედაც ამ გადატვირთულ ვაკეში, საცობებით გატანჯულში, მაგრამ ერთი შვება ის იყო, რომ სპორტის აკადემიაც უნდა აღდგენილიყო." - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი  საქართველოს" წარმომადგენელმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. 

"მოკლედ, მაგ კაცმა, როგორც ჩანს, აიღო კიდევ უფრო მეტი ქრთამი ამ ნოშიკო ნამორაძისგან და აქ სპორტის აკადემია, ანუ ფიზკულტურის ინსტიტუტი აღარ აშენდება და აშენდება კიდევ უფრო მაღალი ცათამბჯენი. თუ უნდა აშენებულიყო 180-მეტრიანი და 50-სართულიანი, ახლა აშენდება 230- მეტრიანი და 70-სართულიანი. ჩაიჯიბა, როგორც ჩანს, ფული. უფრო სწორად, ასეთი პროექტი შეითანხმეს სულ ცოტა ხნის წინ. ასეთი მერი ჰყავს ქალაქს, ასეთ რამეს უმზადებს ამ სივრცეს.

ვულოცავ ვაკელებს, რომ თუ რამე აკლდა, ეს ცათამბჯენი იყო, ახალი მანქანები და ახალი საცობი. რა თქმა უნდა, ამას შავი იუმორით ვამბობ. ყველა ვაკელმა მაინც იცის, ამ ადგილას რა ჯოჯოხეთი ხდება ხოლმე პიკის საათებში. ასეთი პროექტი შეითანხმა კალაძემ, თუმცა პროექტის შეთანხმება არ ნიშნავს აშენებას - 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც გამოვაგდებთ კალაძეს, ბოტოქსებიან აფერისტს, თავისი კაბინეტიდან და იმ კაბინეტში შევა ირაკლი კუპრაძე, ეს პროექტი არ აშენდება და აქ დაბრუნდება სპორტის აკადემია. ამის პირობას ვიძლევით ყველა თბილისელის წინაშე" - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.