მთავარი ოპოზიციური ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც გარეწარი კეზერაშვილი აფინანსებს. თუ ეს მოცემულობა არ შეიცვალა, „ქართული ოცნება“ ვერასოდეს დამარცხდება, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ქართული არმიის ქურდი და შემდგომ უკვე მთელი მსოფლიოს მოხუცთა მტარვალი და მძარცველი კეზერაშვილი კეთილშობილი მიზნებისთვის არ და ვერ იბრძვის“, - აღნიშნა ელისაშვილმა.