ეჭვი მაქვს ეხლა რაღაც ჩანაწერებს დადებენ, მარა ნებისმიერ შემთხვევაში სუს-ი ძალიან სევდიანი და ღიმილის მომგვრელი სტრუქტურა გახდა - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ოცნებამ უთხრა ალბათ სუს-ს მოგვეჭრა ფარცხალაძეზე თავი. დავიწვით რუსებთან რომ ვართ ჩახუტებულები და ქენით რამეო. სუს-მაც ამოღერღა სახელმწიფო გადატრიალთბას ამზადებენ ნაცები და უკრაინელებიო. ეჭვი მაქვს ეხლა რაღაც ჩანაწერებს დადებენ, მარა ნებისმიერ შემთხვევაში სუს-ი ძალიან სევდიანი და ღიმილის მომგვრელი სტრუქტურა გახდა. ოცნება უნდა წავიდეს! ნაცები არ უნდა მოვიდნენ!

ცნობისთვის: სუს-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს სამოქალაქო არეულობის მოწყობას