კოალიციებზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა პროდასავლური კოალიციის პერსპექტივას ნამდვილად ვხედავ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ არაფერი აქვს საქმე იმ ხალხთან, რომელთაც საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ვერ წარმოუდგენია.

„ძალიან მწარედ ვიკბინე იდაყვზე და დასკვნები გამოვიტანე, როცა ფანჩატურებში და მანჩატურებში დავდიოდი და მზად ვიყავი, ნებისმიერთან დავმჯდარიყავი და მელაპარაკა. ასე არ არის. მაშინ რა ჯანდაბა მესაქმებოდა, არ ვიცი, მაგრამ არაფერი მესაქმება იმ ხალხთან, ვისაც საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ვერ წარმოუდგენია. პრორუს ხალხთან რატომ ვიჯექი, ამაზე ვბრაზდები, აწი აღარ დავჯდები. აბა, ნინო ბურჯანაძე ვინ იყო? – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.