"გირაოს არ გადახდის გამო დაჭერის არ შეეშინდება ეგ ვიცი ზუსტად, ქვეყანა კიდე ჩრდილო კორეისკენ მიექანება ფაქტია", - ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების ფაქტს პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება:
"ათასი პრეტენზია შეიძლება გქონდეს ირაკლი ოქრუაშვილთან მაგრამ ფაქტია რო მაგარი ვაჟკაცია ბიჭია. უკრაინაში ერთ ქვედანაყოფში ვიყავით და ერთ შენობაში რამდენიმე კვირა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი საბრძოლო დავალებაზე რო გავიდა მისი ჯგუფი. ირპენში, წინა ხაზზე იბრძოდა და უკან არაფერზე დაუხევია. გირაოს არ გადახდის გამო დაჭერის არ შეეშინდება ეგ ვიცი ზუსტად, ქვეყანა კიდე ჩრდილო კორეისკენ მიექანება ფაქტია"- წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
ცნობისათვის: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო თარაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ დაკისრებული 20 ათასლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა - ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.