პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა დაიწყება.
კანონპროექტის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმება იგეგმება. ასევე, მომავალი წლის 1 იანვრიდან ბიზნესომბუდსმენის და მისი მოადგილეების თანამდებობები უქმდება. ბიზნესომბუდსმენის აპარატის ლიკვიდაციის შედეგად გათავისუფლებულ თანამშრომლებს კომპენსაციის სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგო გადაეცემათ.
კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები არიან პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი და თორნიკე ბერეკაშვილი.




