"აგროჰაბის" და "მზიურის" დამფუძნებლის, აკაკი ახვლედიანის განცხადებით, სახელმწიფოს როლი არ უნდა იყოს ფასების რეგულირება, არამედ უნდა იყოს სამართლიანი "თამაშის წესების" დადგენა.

როგორც მან "რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემაში "დებატები" განმარტა, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, საიდან წარმოიქმნება მაღალი ფასნამატი და ეს თუ მაგალითის სახით, ციფრებით არ ჩაიშალა, შეიძლება ზოგადი საუბარი გამოვიდეს.

"სახელმწიფოს როლი არ უნდა იყოს ფასების რეგულირება, არამედ უნდა იყოს სამართლიანი "თამაშის წესების" დადგენა. მინდა, საზოგადოებამ გაიგოს, საიდან წარმოიქმნება ეს მაღალი ფასნამატი და ეს თუ, მაგალითის სახით, ჩვენ ციფრებით არ ჩავშალეთ, შეიძლება ზოგადი საუბარი გამოგვივიდეს", - განაცხადა ახვლედიანმა.