2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა 1 თვით გაუხანგრძლივდა

1620913223
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა 1 თვით გაუხანგრძლივდა.
ვადის გახანგრძლივებას მხარი 75 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას 3-თვიანი ვადა 17 მაისს ეწურებოდა. პირველი საორგანიზაციო სხდომა კი დღეს, 13 მაისს გამართა.
კომისიის თავმჯდომარედ გივი მიქანაძე აირჩიეს, ხოლო ოპოზიციიდან კომისიის მდივნად - დავით ზილფიმიანი.