2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებებისა და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ხვალ იმსჯელებს.

"15 აპრილს, 10:00 საათზე, კონსტიტუციის დარბაზში გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა.

 სხდომაზე განსახილველი საკითხია: 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები.

 სხდომაზე მოწვეულნი არიან ბატონები - ჯონდო ბაღათურია და ჯუმბერ ბუზალაძე"- ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.