აქციის მონაწილეების მცირე ჯგუფმა დაასრულა მსვლელობა, რომელიც რამდენიმე საათის წინ, სხვადასხვა მიმართულებით დაიწყეს.
19: 00. საათზე აქციის დაშლის პროცესში, რამდენიმე პირი დააკავეს. სპეცდანიშნულების რაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი.
დემონსტრანტებმა აქციაზე პიროტექნიკა გამოიყენეს, რის შედეგადაც, ერთი სამართალდამცველი დაშავდა.
აქციის მონაწილეები რუსთველის გამზირიდან, მსვლელობით მივიდნენ გმირთა მოედანზე, რის შემდეგაც გადაინაცვლეს სპორტის სასახლესთან და, პეკინის ქუჩის გავლით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გავიდნენ.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი უკვე მე-9 დღეა, რაც გრძელდება. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენებს.