ევროპელები მონაწილეობას მიიღებენ მომდევნო კვირას აბუ დაბიში დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში.

ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.

„ევროპელები იქნებიან წარმოდგენილი. საფრანგეთი აბუ დაბიში ამ განხილვებში მონაწილეობას მიიღებს“, – განმარტა ბარომ ფრანგულ მედიასთან საუბრისას.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჯერ არ შეუძლია, დააკონკრეტოს, ვინ წარმოადგენს ქვეყანას მოლაპარაკებების პროცესში.

„ჯერ ვერ გეტყვით, ვინ წარმოადგენს საფრანგეთს ამ შემთხვევაში, მაგრამ საფრანგეთი აუცილებლად იქნება იქ“, – განმარტა ჟან-ნოელ ბარომ.

ცნობისთვის, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი 10-11 ნოემბერს აბუ დაბიში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შუამდგომლობას გაუწევს.