ევროპელ ლიდერებთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ფართომასშტაბიანი ონლაინშეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ალასკაში რუსეთის პრეზიდენტისგან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო სოციალურ ქსელში X-ზე წერს.
ბაროს თქმით, ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინის დელეგაციისა და მოკავშირეებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინისგან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.
ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებული ნებისმიერი მოლაპარაკება მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის თანდასწრებით, პუტინთან შემდეგი შეხვედრის დროს გაიმართება.
გარდა ამისა, ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეუერთდება საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების სისტემას, რომელიც შემუშავებულია "მსურველთა კოალიციის" ქვეყნების მიერ.
A l’Ukraine et ses alliés rassemblés aujourd’hui, le président Trump a affirmé clairement qu’il demanderait un cessez-le-feu inconditionnel à Vladimir Poutine, que les négociations territoriales ne se tiendraient qu’en présence de @ZelenskyyUa lors d’une rencontre ultérieure, et… pic.twitter.com/vMeWFPC6b0
— Jean-Noël Barrot (@jnbarrot) August 13, 2025








