აშს-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას ომის დასრულება არ სურს. ტრამპის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება მოლაპარაკებებს ჩაშლის.

„ჩემი გადაწყვეტილება რუსეთთან დაკავშირებით ძალიან მარტივია. მე რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობაზე მოლაპარაკების პროცესში ვარ და არ მინდა გავაკეთო რაიმე, რაც სისულელით განაგდებს რუსეთს მოლაპარაკების მაგიდიდან. დიდი პროგრესი მიიღწევა და ეს მოიცავს მიმდინარე მოლაპარაკებებს მძევლებზეც! ამ დოკუმენტზე ახლა ხელის მოწერა ამას გააკეთებს და შემიძლია ხელი მოვაწერო მოგვიანებით, ან ნებისმიერ დროს, როცა მომინდება! ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ძალიან ცოტას აკეთებს, თუ საერთოდ რამეს, ირანის ისლამური რესპუბლიკის დასახმარებლად, იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც შეეძლო და მინდა ასე დარჩეს და ასეც იქნება, თუ სულელი ადამიანები არ ჩაერევიან. ზელენსკის არ აინტერესებს და გულწრფელად რომ ვთქვათ, იმ ფულით, რომელსაც ევროპა ასე ცნობილად აძლევს მას და რაც თაღლითმა ჯო ბაიდენმა მისცა წარსულში, მას არ სურს ამ ომის დასრულება და ალბათ არც არასდროს სურდა. მისი ქვეყანა ნანგრევებშია, მისი მიწის დიდი ნაწილი დაკარგულია, მისი ოკეანეები და ზღვები აღარ აქვს და მისი მამრობითი მოსახლეობა მცირეა, დაჭრილი და/ან მკვდარი. მე მინდა, რომ ეს ომი დასრულდეს! I WANT THIS WAR END!“ - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მოამზადა რაულ კაპანაძემ