უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალური ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, ამერიკელი მილიარდერი და მეწარმე ილონ მასკი თავისუფლების ორდენით (Орден Свободы) დაჯილდოვდა.

აღნიშნული ჯილდო მასკს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე ქვეყნისთვის გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის გადაეცა.

უკრაინული მხარის შეფასებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ მიწოდებული Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტს სისტემები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა კრიტიკული ინფრასტრუქტურის, კავშირგაბმულობისა და შეიარაღებული ძალების ოპერატიული მართვის შენარჩუნებაში.

ეს არის უკრაინის ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომელიც ენიჭებათ გამოჩენილი დამსახურებისთვის უკრაინის ეროვნული სუვერენიტეტის განმტკიცების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფოს განვითარების საქმეში.