რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ყირიმის ხიდის ნაწილობრივ დანგრევა მხოლოდ საკუთარი წარმოების იარაღის დახმარებით მოხერხდა, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ამისთვის გამოყენებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა და ფრთოსანმა რაკეტებმა მიზანში მოხვედრის მაღალი სიზუსტე აჩვენა და თავისი ეფექტიანობა დაამტკიცა, დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სlპლატფორმა X-ზე. "ეს ყველაფერი უკრაინული წარმოების იარაღია", - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ზელენსკის თქმით, თავდაცვის სექტორისთვის ტექნოლოგიების შემუშავების კუთხით უკრაინა ამჟამად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სამეულში შედის.
"ევროპაში, ჩემი აზრით, ჩვენ ნომერ პირველი ვართ", - თქვა მან.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის ტექნოლოგიები და საწარმოები წარმატებით ვითარდება.
"ჩვენ ვუპასუხეთ რუსულ თავდასხმებს და ამის კეთებას გავაგრძელებთ. რუსების წინაშე უკან არ უნდა დავიხიოთ", - აღნიშნა მან.




