უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა დაუჭირონ მხარი მეომრებს და მონაწილეობა მიიღონ მოხალისეთა შეკრებაში.
"არასწორი და უსამართლოა, როდესაც მოწინავე ხაზზე მყოფ ჩვენს მეომრებს უჩნდებათ გრძნობა, რომ ზურგში ბევრისთვის ომი უკვე დამთავრდა.
ახლა, ისევე, როგორც ერთი წლის წინ არ შეიძლება ფიქრებით შორს იყო ომისგან, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი სამხედროების წყალობით რეალური საომარი მოქმედებები ნამდვილად გეოგრაფიულად შორს მიმდინარეობს ბევრისთვის. ახლაც, ისევე, როგორც ერთი წლის წინ, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ბევრი უკრაინელი ეხმარებოდეს სახელმწიფოს დაცვაში, ეხმარებოდეს მსოფლიო მხარდაჭერის მოგროვებაში ჩვენი გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა მოუწოდა ყველას, მხარი დაუჭირონ მეომრებს ყოველთვის, როდესაც ეს შესაძლებელია, ასევე შეძლებისდაგვარად მიიღონ მონაწილეობა მოხალისეთა შეკრებებში.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვისაც აქვს საინფორმაციო გავლენა, მონაწილეობა მიიღოს საინფორმაციო სამუშაოები, ეს ეხება არა მხოლოდ ჟურნალისტებს, ეს ეხება ყველას, ვისაც შეუძლია გაავრცელოს სიმართლე აგრესიის შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მსოფლიოს, როგორც ერთი წლის წინ, ახლაც ისეთივე ინტენსივობით უნდა ესმოდეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გრძელდება.
„უნდა ესმოდეს, რომ ომი წელს უნდა დამთავრდეს, უკრაინა რუსული ბოროტებისგან წელს უნდა გათავისუფლდეს, ეს არის ცივილიზებული სამყაროს საერთო ამოცანა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.