უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეუძლია უკრაინაში ომის დასრულება უფროს სწრაფად, ვიდრე ვინმე სხვას მსოფლიოში. ამის შესახებ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა.

"მან დღეს უბრალოდ არ იცის ყველა დეტალი, თუ როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, ჩემი აზრით. შეხვედრებიდან ვიგრძენი, რომ მას ეს სურს.

მე მას გულწრფელად ვუთხარი, რომ პუტინს ეს ნამდვილად არ სურს, ასე რომ ეს სწრაფად არ მოხდება. მაგრამ ტრამპს, ძალაუფლების, სანქციების, აშშ-ის სიძლიერის, ეკონომიკის და ა.შ. წყალობით, შეუძლია დააჩქაროს ეს.

ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, მას შეუძლია ამის გაკეთება უფრო სწრაფად, ვიდრე ვინმეს დღეს მსოფლიოში.

არმიის, ეკონომიკის, მსოფლიო ეკონომიკაზე ამერიკის გავლენისა და მისი პიროვნული მახასიათებლების თვალსაზრისით, მე მჯერა, რომ მას ამაზე უფრო სწრაფად შეუძლია გავლენა მოახდინოს, ვიდრე სხვებს. ვფიქრობ, ჩინეთს დიდი გავლენა აქვს, მაგრამ შეერთებულ შტატებს მეტი აქვს", - განაცხადა ზელენსკიმ.