უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა საკუთარი იარაღის, კერძოდ ჭურვების, დრონების, რაკეტების, ჯავშანტექნიკის და მსგავსი წარმოების მაქსიმალურად გაზრდას გეგმავს.
მისი თქმით, სახელმწიფოს ამისთვის ფინანსები აქვს.
გუშინ ზელენსკიმ უმაღლეს სარდლობასთან თათბირი ჩაატარა, რომლის დროსაც ფრონტზე შექმნილი ვითარება, რუსული არმიის მიერ ინფრასტრუქტურის შესაძლო დაბომბვებისთვის მომზადების და უკრაინის საჰაერო ძალების ახალ თვითმფრინავებზე გადასვლის საკითხები განიხილეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მაქსიმალური ყურადღება შეტევით ოპერაციებს, იარაღით და საჭირო საშუალებებით უზრუნველყოფას უნდა დაეთმოს.