24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. უკრაინელ ხალხს ქვეყნის მთავარი მოედნიდან დამოუკიდებლობის დღე მიულოცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ:

"უკრაინელები არიან და იქნებიან ამ მიწაზე, ამ მოედანზე, სადაც 100 წლის შემდეგ იდგებიან ჩვენი შთამომავლები და სადაც 100 წლის შემდეგ იზეიმებენ უკრაინის დამოუკიდებლობას. ასე იქნება იმიტომ, რომ უკრაინა დღეს სხვანაირია, უფრო ძლიერია და საკუთარ თავს პატივს სცემს. უკრაინა არ ელოდება კეთილი ნების ჟესტებს, ის საკუთარი ნებით მოქმედებს და აკეთებს იმას, რაც აუცილებელია.

ჩვენ ვაშენებთ უკრაინას, რომელსაც ექნება საკმარისი ძალა, რომ იცხოვროს უსაფრთხო სამყაროში, რომ ამ მოედანზე, ჩვენი დამოუკიდებლობის მოედანზე, ჩვენი დროშების ქვეშ და საკუთარ მიწაზე, ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა იზეიმონ დამოუკიდებლობის დღე. მშვიდობიანად, სიმშვიდეში, მომავლის რწმენით, პატივისცემით და მადლიერებით მათ მიმართ, ვინც დაიცვა უკრაინა დამოუკიდებლობისთვის ომში, ვინც გაძლო, ვინც შეძლო, ვინც გაიმარჯვა".