უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუ შეერთებულ შტატები არ არის მზად უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად, ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიად ბირთვული იარაღი უნდა მისცენ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის NATO-ში შესვლა შეიძლება გაჭიანურდეს "წლობით ან ათწლეულობით" და ამ შემთხვევაში "აბსოლუტურად სამართლიანი კითხვა ჩნდება: რა დაგვიცავს ამ ბოროტებისგან მთელი ამ ხნის განმავლობაში, მთელ ამ გზაზე? რა მხარდაჭერის პაკეტი, რომელი რაკეტები? გვაძლევენ ბირთვულ იარაღს? მაშინ მოგვცემ ბირთვული იარაღი", - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დასავლეთს შეუძლია, უზრუნველყოს უკრაინა რაკეტებით რუსეთის შესაკავებლად, მაგრამ შეძლებენ თუ არა ისინი რუსული ბირთვული რაკეტების შეჩერებას, "ეს რიტორიკული კითხვაა".

"ამიტომ, მოდი ასე მოვიქცეთ: დაგვიბრუნეთ ჩვენი ბირთვული იარაღი; დაგვიბრუნეთ ჩვენი სარაკეტო სისტემები; პარტნიორები, დაგვეხმარეთ მილიონიანი არმიის დაფინანსებაში, თქვენი კონტინგენტი გადაიყვანეთ ჩვენი ქვეყნის იმ ნაწილებში, სადაც გვინდა სიტუაციის სტაბილურობა. რათა ხალხი მშვიდად იყოს", - განაცხადა ზელენსკიმ.