ამის შესახებ ინფორმაციას არაღიარებული ყარაბაღის ომბუდსმენი გეგამ სტეფანიანი თავის ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

„საწვავის და საპოხი მასალების საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 200 ადამიანს აჭარბებს.
უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე ან უკიდურესად მძიმეა.
მთიანი ყარაბაღის სამედიცინო შესაძლებლობები არ არის საკმარისი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.
სამედიცინო ავიაცია სასწრაფოდ უნდა დაეშვას სიცოცხლის გადასარჩენად.
ძალიან სასწრაფოდ, დაუყოვნებლად", - წერს გეგამ სტეფანიანი.

ინფორმაციას ხანკედში (სტეფანაკერტში) ბენზინის ცისტერნის აფეთქების შესახებ აგრეთვე ავრცელებენ აზერბაიჯანული და სომხური მედია საშუალებები. აღნიშნავენ, რომ არიან დაღუპულები და დაშავებულები.