გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) გაკოტრების პირასაა შეერთებული შტატებისა და ჩინეთის მიერ გადახდების დაგვიანების გამო, რაც ორგანიზაციის ბიუჯეტის შემოსავლების 42%-ს შეადგენს. იტყობინება The Wall Street Journal.
გამოცემის ცნობით, ვაშინგტონის ვალი ორგანიზაციის მიმართ ოთხ მილიარდ დოლარს აჭარბებს.
ჩინეთის ვალი კი 455 მილიონ დოლარს აჭარბებს მიუხედავად იმისა, რომ მაისის ბოლოს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვანგ იის, ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში ვიზიტის დროს თითქმის 850 მილიონი დოლარი გადაიხადა.
ამავდროულად, პეკინი ირწმუნება, რომ მთლიანად დაფარავს დავალიანებას და თავს ორგანიზაციის "მთავარ სპონსორს" უწოდებს.
შეერთებული შტატები აცხადებს, რომ დაფინანსებას განაახლებს, თუ გაერო ხარჯებს შეამცირებს. ვაშინგტონის მიერ მოთხოვნილ ზომებს შორისაა სამუშაო ადგილების შემცირება, ბიზნესკლასის რეისების შემცირება და თარჯიმნების ავტომატური მთარგმნელობითი სისტემით ჩანაცვლება.
გარდა ამისა, დაფინანსების შემცირება დაიწყეს სხვა მსხვილმა დონორებმაც. მაგალითისთვის, ხარჯების დაზოგვის გამო, გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ შეამცირეს შიმშილსა და დაავადებებთან საბრძოლველად ჰუმანიტარული პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხები.
Wall Street Journal-მა შვედეთისა და ნიდერლანდების მხრიდან გადახდების შემცირება "მემარჯვენე პოლიტიკურ გადასვლას" მიაწერა.








