ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში სამხედროების გაგზავნის იდეას პოტენციური "ცეცხლის შეწყვეტის" მონიტორინგის მიზნით, შეუძლიათ სულ 25-30 ათასი ჯარისკაცის გაგზავნა. ამის შესახებ The Washington Post ოთხ ინფორმირებულ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
პოტენციური სამხედრო კონტინგენტის ზომა, რომელიც ევროპას შეეძლო უკრაინაში გაეგზავნა, შეერთებული შტატების წერილზე პასუხებში გამოჩნდა, სადაც ისინი ევროპულ ქვეყნებს სთხოვდნენ დეტალურად დაეზუსტებინათ თავიანთი შესაძლებლობები კიევის მხარდასაჭერად.
WP-ის წყაროების თანახმად, ევროპული სახელმწიფოები ახლა მზად არიან უზრუნველყონ რამდენიმე ბრიგადა უკრაინაში პოტენციური განთავსებისთვის, რომელთა სავარაუდო რაოდენობა 25-დან 30 ათასამდე იქნება.
გამოცემის თანამოსაუბრეები წერენ, რომ ევროპელი სამხედროები "არ განლაგდებიან საკონტაქტო ხაზის გასწვრივ, მაგრამ მზად იქნებიან ძალის დემონსტრირებისთვის, თუ რუსეთი ომს განაახლებს."
გარდა ამისა, უკრაინაში მყოფ სამხედრო ძალებს შეიძლება მხარი საზღვარგარეთიდან დაუჭირონ, "თუ მათ დასჭირდებათ ძალების სწრაფად შეკრება და წინსვლა."
გამოცემის თანახმად, ასეთი მისიისთვის ყველაზე საფუძვლიანი სამხედრო გეგმა საფრანგეთს აქვს - ვარაუდობენ, რომ მას შეუძლია დაახლოებით 10 ათასი ჯარისკაცის გაგზავნა.
WP-ის ორი წყარო ამბობს, რომ სხვა ევროპული სახელმწიფოები კვლავ გადაუწყვეტელები არიან ან პრობლემების წინაშე დგანან შეზღუდული სამხედრო ძალების გამო.