აზერბაიჯანი ყარაბაღში დაწყებული სამხედრო ოპერაციის მიზნად "საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენას" ასახელებს. ვრცელდება ცნობები სომხეთისა და არაღიარებული ყარაბაღის არმიების ობიექტების დაბომბვის შესახებ.

საბაბად იქცა 19 სექტემბერს ჭურვზე აზერბაიჯანის საავტომობილო გზებისა და სამხედრო ტრანსპორტის სახელმწიფო სააგენტოს კუთვნილი ავტომანქანის აფეთქება, რის შედეგადაც, ბაქოს მტკიცებით, რამდენიმე აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა და კიდევ რამდენიმე დაიჭრა.

არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის ახლად გადამდგარი მთავრობის თავმჯდომარე რუბენ ვარდანიანი თავის ბლოგში წერს, რომ "რეგიონი მასირებულ საარტილერიო ცეცხლის ქვეშაა.