უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას, უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე დაიწყოს ოფიციალური მოლაპარაკებები უკრაინასთან ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების შესახებ.

დღეს უკრაინის ჯარების მდგომარეობა ფრონტზე უარესდება და იარაღის მიწოდება 23 აპრილს დამტკიცებული დახმარების ახალი პაკეტის შესაბამისად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კონგრესს დახმარებისთვის, თუმცა დასძინა, რომ უკრაინა მუშაობს ყველა პარტნიორთან, რათა მიაღწიოს იარაღის მიწოდების ისეთ ტემპს, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას შეინარჩუნოს თავისი პოზიცია და ჩაშალოს რუსეთის სამხედრო გეგმები.

”ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით მიწოდებას, რომელსაც უკრაინას დაჰპირდნენ,” - თქვა მან საღამოს ვიდეომიმართვაში.

„ჩვენ ველოდებით ისეთ მოცულობებს და მასშტაბებს, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ვითარება ბრძოლის ველზე უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.