ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნების შედეგებს ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„ვულოცავ „ქრისტიან-დემოკრატიულ/ქრისტიან-სოციალურ კავშირს და ფრიდრიხ მერცს ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებას. ეს არის მკაფიო ხმა ამომრჩევლებისგან და ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ევროპისთვის. მოუთმენლად ველოდებით გერმანიასთან ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას სიცოცხლის დასაცავად, უკრაინაში რეალური მშვიდობის მისაღწევად და ევროპის გასაძლიერებლად. ევროპას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა, თავისი ინდუსტრიების განვითარება და საჭირო შედეგების მიღწევა. ევროპას სჭირდება საერთო წარმატებები და ეს წარმატებები კიდევ უფრო მეტ ერთიანობას მოუტანს ევროპას“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს 29 პროცენტით. ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 19.5 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) კი 16 პროცენტი აქვს.
I congratulate the CDU/CSU and @_FriedrichMerz on their victory in the Bundestag elections. A clear voice from the voters, and we see how important this is for Europe.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 23, 2025
We look forward to continuing our joint work with Germany to protect lives, bring real peace closer to Ukraine,…




